თავში

გახარიას შეხვედრა სააკაშვილთან არის აბსოლუტური ტყუილი - ანა ბუჩუკური

გახარიას შეხვედრა სააკაშვილთან არის აბსოლუტური ტყუილი - ანა ბუჩუკური
გახარიას შეხვედრა სააკაშვილთან არის აბსოლუტური ტყუილი - ანა ბუჩუკური

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.

"მორიგი პრიმიტიული ტყუილი მმართველი პარტიისგან. ბატონი გახარიას შეხვედრა სააკაშვილთან არის აბსოლუტური ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტყუილების ტირაჟირებას ზოგიერთი მედიასაშუალება ხელს უწყობს", – წერს ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system