თავში

გახარიასთან ჩემი პოლიტიკური ალიანსის ბავშვსაც კი არ სჯერა - მელია

გახარიასთან ჩემი პოლიტიკური ალიანსის ბავშვსაც კი არ სჯერა - მელია
გახარიასთან ჩემი პოლიტიკური ალიანსის ბავშვსაც კი არ სჯერა  - მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ კომენტარს, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით "ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელ გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა".

"ნიკა მელია სოლიდარულია ქართული საზოგადოების მიმართ. ეს არის ასე. მე ვერ შევიდოდი შეჯიბრებაში ნარკოურთიერთობების თვალსაზრისით, ნამდვილად ვერ შევიდოდი და არც მქონდა სურვილი, ბატონ გახარიას და ბატონ კალაძეს შორის ნარკოურთიერთობების გარკვევის მცდელობა მაინც მქონოდა და ასეც მოვიქეცი", – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, გახარიასთან ალიანსზე საუბარი სასაცილოა და ამის ბავშვსაც არ სჯერა.

"ყველას ეცინება, ვინც ამას ისმენს. ვინც პოლიტიკურ პროცესებს თვალყურს ადევნებს, მთელ ქვეყანაში ყველამ იცის, თუ ვინმე არის ჩემთვის მიუღებელი და თუ ვინმე არის გახარიასთვის მიუღებელი, ვართ ერთმანეთი. იმდენად მიუღებელია ჩემთვის ბატონი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, როგორც "ქართული ოცნების" არვიცი, ყველაფერი – შსს მინისტრი, პრემიერი და ა.შ. განსაკუთრებით, ვიდრე ეს ბატონი არ მეტყვის, რატომ მოკლეს ია კერზაია, რა მოხდა 20 ივნისს, საუბარი იმაზე, რომ ბატონ მელიას და ბატონ გახარიას შორის რაღაც კომუნიკაცია, კორდინაცია არსებობს, პოლიტიკური ალიანსი აქვსო, ბავშვს არ სჯერა, ბავშვს", – განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system