თავში

გამოხატვის თავისუფლების სტანდარტით საქართველო მოწინავეა - ანრი ოხანაშვილი

გამოხატვის თავისუფლების სტანდარტით საქართველო მოწინავეა - ანრი ოხანაშვილი
გამოხატვის თავისუფლების სტანდარტით საქართველო მოწინავეა - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლებით საქართველო მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში.

როგორც ოხანაშვილი განმარტავს, სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები აქციებს არ უკავშირდება.

"კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რომ თითქოს, ხულიგნობა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა ხდება საპროტესტო აქციებზე. ასევე, თითქოს, ეს უკავშირდება შეკრებასა და გამოხატვის თავისუფლებას. ასეთი დარღვევების თითქმის 80 პროცენტი ხდება ჩვეულებრივ ყოფით ურთიერთობაში და არანაირი კავშირი არ აქვს ამას შეკრებასა და პროტესტთან.

ჩვენს ქვეყანაში, „ქართული ოცნების” პირობებში რა სტანდარტითაც არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, ამით საქართველო მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. ამიტომ, არავინ არ შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. აქ საუბარია შემთხვევებზე, როცა პირი კანონდარღვევას სჩადის და საუბარია არაერთგზის, არამედ რეციდიულ შემთხვევებზე. ამიტომ, ჩვენ პროპორციული სამართლებრივი რეგულირება განვახორციელეთ, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უკავშირდება აქციებს, პროტესტს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system