თავში

გამოვაცხადოთ მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე - მარგველაშვილის ინიციტივა

გამოვაცხადოთ მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე - მარგველაშვილის ინიციტივა
გამოვაცხადოთ მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე - მარგველაშვილის ინიციტივა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

მისი განცხადებით, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის, ნიკა მელიასა და ნიკა  გვარამიას საქმეებს.

"გამოვაცხადოთ მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ესენია მიხეილ სააკაშვილის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის, მელიას და გვარამიას საქმეები. ის საქმეები, რომლებიც საზოგადოებამ თავისთავად იცის, რომ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები ან უდანაშაულოები, ეს ნიშნავს, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში ჩვენ ამ საქმეებს ვაჩერებთ. იმ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოიყაროს თავი, წინაპირობა არ შეიძლება იყოს ამ საუბრის აქტორების მიმდინარე დევნა ან პატიმრობა". - თქვა მეოთხე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ.

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში 3-საათნახევრის განმავლობაში ხვდებოდა. ნახეთ, რაზე ისაუბრეს ყოფილმა პრეზიდენტებმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system