თავში

განიხილება თუ არა ჯანდაცვის მინისტრად თამარ გაბუნია

განიხილება თუ არა ჯანდაცვის მინისტრად თამარ გაბუნია
განიხილება თუ არა ჯანდაცვის მინისტრად თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მის წარდგენა არ განიხილება.

გაბუნიას თქმით, ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილება, მისთვისაც მოულოდნელი იყო.

"როცა მინისტრი ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ პოზიციას და ახალი მინისტრი გადაწყვეტს, რა გუნდით და რა შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას. ჩემი წარდგენა მინისტრად ცალსახად არ განიხილება. რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, მოულოდნელი განცხადება იყო. გადაწყვეტილება ჩვენთვისაც გუშინ გახდა ცნობილი.

კოვიდის მართვა განსაკუთრებულ საჭიროებებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის, რომ საკითხების გადაბარება მოხდეს სწორად და არცერთ შემთხვევაში წყვეტა არცერთი მიმართულებით არ გვქონდეს", - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

ნახეთ, სად გააგრძელებს საქმიანობას ეკატერინე ტიკარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system