თავში

"განსხვავებები უნდა გადავდოთ გვერდზე" - ბადრი ჯაფარიძე

"განსხვავებები უნდა გადავდოთ გვერდზე" - ბადრი ჯაფარიძე
განსხვავებები უნდა გადავდოთ გვერდზე - ბადრი ჯაფარიძე

პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე შერიგების შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება.

მისივე თქმით, ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნისთვის.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, "ლელო" პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისვლას ვერ შეძლებს.

"ხვალ პრეზიდენტის მიღებაზე მისვლას ვერ მოვახერხებთ, სასამართლოში მივდივართ. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი - ჩვენ შორის არის ფუნდამენტური განსხვავებები, მაგრამ ეს განსხვავებები უნდა გადავდოთ გვერდზე და უნდა გავერთიანდეთ მთავარისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყანა, შესაბამისად, ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან და ჩვენ, "ლელო", მივიღებთ ძალიან აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system