თავში

პრეზიდენტი ხვალ ოპოზიციას შეხვდება

პრეზიდენტი ხვალ ოპოზიციას შეხვდება
პრეზიდენტი ხვალ ოპოზიციას შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ინკლუზიური პროცესის დაწყების ინიციატვით გამოვიდა, ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.  

შეხვედრის დეტალები უცნობია. ცნობილია, მხოლოდ ის რომ პრეზიდენტს ხვალ საახალწლო ღონისძიება აქვს და მან მოსაწვევებიც უკვე დააგზავნა. 

იქნება თუ არა დიალოგის პირველი მცდელობა ხვალინდელ ღონისძიებაზე, ამ კითხვაზე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებს არ უპასუხა და მხოლოდ ერთი რეპლიკით შემოიფარგლა: 

"საახალწლო ღონისძიებაა" - თქვა ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილი საახალწლო ღონისძიებას ხვალ ორბელიანების სასახლეში მართავს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ნაძვის ხის ანთებაა. 

"ღონისძიება იმართება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა პატივსაცემად, ჩაცმის სტილი უნდა იყოს ოფიციალური" - წერია პრეზიდენტის მოსაწვევ ბარათში.

ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მძრაობა" ღონისძიებაზე დასწრებას არ გეგმავს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დასაძლევად ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

შერიგებასთან დაკავშირებით ცნობილია მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system