თავში

"გავრცელებულ კადრებში არ იყო თმებით თრევა, მუშტი-კრივი" - გია ვოლსკი

"გავრცელებულ კადრებში არ იყო თმებით თრევა, მუშტი-კრივი" - გია ვოლსკი
გავრცელებულ კადრებში არ იყო თმებით თრევა, მუშტი-კრივი - გია ვოლსკი

პარლამენტის პირველის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კადრები აუცილებლად უნდა გასაჯაროებულიყო, რადგან საზოგადოებამ იცოდეს, რა მოხდა რეალურად.

ვოლსკი ამბობს, რომ გავრცელებულ კადრებში არ იყო ფიზიკური შეურაცხყოფა.

"იქ არ იყო თმებით თრევა, არ იყო მუშტი - კრივი და არ იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც იმ ციხეებში, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილი განაგებდა ჩვეულებრივი ამბავი იყო. 

როცა პატიმარი წინააღმდეგობას სწევს, ეს სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მისი ამ მეთოდით შეყვანა დასაშვებია, თუმცა სასიამოვნო საყურებელი ნამდვილად არ არის. ეს არის მოცემულობა, რასაც თავისი სამართლებრივი ნაწილი გააჩნია. ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი მოატყუეს. არავინ იცის, რა გარემოება იყო იქ – შეიძლება დათანხმდა და შემდეგ სწორედ ეს გაითამაშა, რაც მისგან სავსებით მოსალოდნელია. პენიტენციურ დაწესებულებას შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, სად განათავსოს პატიმარი", – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებითი შესახლების ამსახველი კადრები გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system