თავში

ღალატი დაგვიჯდა 7-8%, სააკაშვილის შემოსვლა დაეხმარა ნაციონალურ მოძრაობას - ირაკლი ღარიბაშვილი

ღალატი დაგვიჯდა 7-8%, სააკაშვილის შემოსვლა დაეხმარა
ღალატი დაგვიჯდა 7-8%, სააკაშვილის შემოსვლა დაეხმარა ნაციონალურ მოძრაობას - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუხედავად სადავო 43%-ისა "ქართული ოცნების" გუნდმა შეძლო და 47% აიღო.

"დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ღალატი დაგვიჯდა 7-8% დაახლოებით, ვგულისხმობ გახარიას პარტიას. ამის გარდა, მოგეხსენებათ, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის შემოსვლა ასევე, ჩვენი დაკვირვებით და ანალიზით, რა თქმა უნდა, დაეხმარა ნაციონალურ მოძრაობას, რამდენიმე პროცენტი მიუმატა, თუ შეიძლება ითქვას, რომ 7-8% მათაც დაემატათ ამ ვითარებაში და ამ ყველაფრის ფონზე, რაც მე მანამდე ჩამოვთვალე, 47%-ის აღება და 44 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება, დამეთანხმებით, რომ არის სერიოზული მიღწევა და ეს არის, მართლაც, ღირსეული გამარჯვება“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system