თავში

ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს თანაბარი, სამართლიანი თამაშის წესები ყველასთვის

ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს თანაბარი, სამართლიანი თამაშის წესები ყველასთვის
ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს თანაბარი, სამართლიანი თამაშის წესები ყველასთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. 

როგორც ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ყველასთვის თანაბარი თამაშის წესებია და სახელმწიფო ნებისმიერი სახის პროვოკაციაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

ჩვენი მთავრობის მიერ საარჩევნო კამპანია არის დაცული. ჩვენ გვაქვს თანაბარი, სამართლიანი თამაშის წესები ყველასთვის. თუ რომელიმე სუბიექტი, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რაიმე პროვოკაციას დაგეგმავს, სახელმწიფო მოწოდებულია იმისთვის, რომ ასეთ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. ჩვენს ხალხს დაგროვილი აქვს სიბრძნე და გონიერება, რომ დღეს კიდევ ერთი ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს - რა უნდა ვიცოდეთ 2020 წლის არჩევნების შესახებ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system