თავში

ღარიბაშვილი: ჩვენი ჯარი იქნება იქ, სადაც ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს სჭირდება

ღარიბაშვილი: ჩვენი ჯარი იქნება იქ, სადაც ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს სჭირდება
ღარიბაშვილი: ჩვენი ჯარი იქნება იქ, სადაც ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს სჭირდება

ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ერთვება – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა

,,შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს.

კორონავირუსი არის პანდემია, რომელსაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მოვერევით და რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარი, როგორც ყოველთვის, იყო, არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს სჭირდება.

ვემსახურებით საქართველოს! ” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

შეგახსენებთ, მარნეულის და ბოლნისის მუნციპილატიტებში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system