თავში

გიგი წერეთელმა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს რესპუბლიკის დღე მიულოცა

გიგი წერეთელმა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს რესპუბლიკის დღე მიულოცა
გიგი წერეთელმა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს რესპუბლიკის დღე მიულოცა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას ტელეფონით ესაუბრა. გიგი წერეთელმა გაფაროვას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა და წარმატება უსურვა.

„საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას, არსებულ გამოწვევებს და პარლამენტის როლს საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

თავის მხრივ აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გიგი წერეთელს და აღნიშნა ეუთო-სთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ის აქტივობები, რომელსაც ასამბლეა ახორციელებს ამ პერიოდში, არსებული ინსტრუმენტებით და ფორმატით. გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ უფრო აქტიური გახდება თანამშრომლობა იმ არსებულ ერთობლივ პროექტებზე.

საუბარი ასევე შეეხო მთიანი ყარაბახის კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას და ეუთოს აქტიურ ჩართულობას.

გიგი წერეთელმა და საჰიბა გაფაროვამ, ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system