თავში

გილოცავთ "ნაციონალურ მოძრაობაში" გაერთიანებას - ვის მიმართა პაპუაშვილმა

გილოცავთ "ნაციონალურ მოძრაობაში" გაერთიანებას - ვის მიმართა პაპუაშვილმა
გილოცავთ ნაციონალურ მოძრაობაში გაერთიანებას - ვის მიმართა პაპუაშვილმა

"ქართული ოცნების" დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს "ლელო" თავის თავს აფორმებს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ნაწილი.

"იმ პარტიისგან, რომლის საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, რომლის სამართლის მიმართულებას ხელმძღვანელობს "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი, მგონი აქ ვარსკვლავები ზუსტად ისე დალაგდა ლოგიკურად, როგორც უნდა დალაგებულიყო, დღეს "ლელო" თავის თავს აფორმებს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ნაწილი. გილოცავთ "ნაციონალურ მოძრაობაში" გაერთიანებას. ეს არის 19 აპრილის შეთანხმების პირდაპირი დარღვევა და ამას თავისი პოლიტიკური შედეგები ექნება", - განაცხადა პაპუაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლელომ".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system