თავში

გიორგი გახარია ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება - ბადრი ჯაფარიძე

გიორგი გახარია ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება - ბადრი ჯაფარიძე
გიორგი გახარია ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება - ბადრი ჯაფარიძე

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე პარტიას სურს ალტერნატიული პოლიტიკური მიზუდულობის ცენტრი შეიქმნას.

კითხვაზე, ხომ არ დაასწრებს ოპოზიციას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ გახარია ოპოზიციის კონკურენტი ვერ იქნება. 

მისივე თქმით, ყოფილი პრემიერი "ქართული ოცნების" თავის სატკივარია.

"ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის შექმნაზე, რომელიც მესამე არ იქნება, ლიდერობის პრეტენზია ექნება. ასეთის შექმნა გვინდა. ვფიქრობ, გახარია ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, ის ცალსახად "ქართული ოცნების" ამომრჩეველზეა ორიენტირებული,"ქართული ოცნების" თავის სატკივარია, ვიდრე ჩვენი", - განაცხადა ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system