
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს.
მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და განსაკუთრებულ მეგობრობას.
,,კამალა ჰარისს ვულოცავ ისტორიულ მიღწევას და აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას. შეერთებული შტატები საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით",- წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ტვიტერში".
ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი დღეს ოფიციალურად გახდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კი კამალა ჰარისი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს პირველი ქალი, პირველი აფრო-ამერიკელი და აზიური წარმოშობის ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს.