თავში

გიორგი გახარია: საქართველო კასპიის რეგიონის კარიბჭეა - VIDEO

გიორგი გახარია: საქართველო კასპიის რეგიონის კარიბჭეა
გიორგი გახარია: საქართველო კასპიის რეგიონის კარიბჭეა - VIDEO

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კასპიისა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის წარმოსაჩენად წელს "კასპიის კვირეული" მეოთხედ ტარდება.

ფორუმზე კასპიის და შავი ზღვის აუზების ქვეყნების ლიდერები რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებს აცნობენ საერთაშორისო საზოგადოებას.

საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკური მნიშვნელობასა და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობზე  პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა.

საქართველო, ჩვენი ქვეყანა, განიხილება როგორც კარიბჭე კასპიის რეგიონში. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ჩვენ განვიხილებით, როგორც ქვეყანა - ჰაბი, პლატფორმა, რომელიც ისეთი ეკონომიკების ხელშემწყობია, როგორც ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი და ა.შ. ამიტომაც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ჩართულობასთანაა დაკავშირებული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კასპიის კვირის ფორუმის მთავარი მიზანია კასპიის და შავი ზღვის აუზების ქვეყნებსა და ევროპას შორის ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების განვითარება.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ აზერბაიჯანში აშშ-ს ყოფილი ელჩი მეთიუ ბრაიზა, შვეიცარიის პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი ფელიპე ლომბარდი, ავღანეთის ეკონომიკის მინისტრი მუსტაფა მასტური, გერმანიაში რუსეთის ყოფილი ელჩი ვლადიმერ კოტენევი და A + A კომპანიების პრეზიდენტის მრჩეველი ყაზახეთში ანდრეას ბაუმგარტნერი, ასევე, FIAT– ის ყოფილი პრეზიდენტი ბაბერ ბადატი.

ცნობისთვის, წელს დავოსში 21-24 იანვარს საიუბილეო რიგით 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ალპებში ყოველწლიურად თავს უყრის 3 ათასზე მეტ მონაწილეს, მათ შორის, არიან სახლემწიფოების ლიდერები, კორპორაციების ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები. ფორუმზე ჩატარდება 400-მდე საქმიანი სესია, რომლებზეც მოხსენებით 600-ზე მეტი სპიკერი გამოვა. წლევანდელ ფორმუში მონაწილეობას საქართველოს მხრიდან იღებენ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system