თავში

გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა - PHOTO

​გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა
გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა - PHOTO

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს გიორგი გახარიას შეხვდა. 

შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგშია. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა საკუთარი პარტიის და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ.

გიორგი გახარია და ფილიპ რიკერი შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა სამომავლოდ კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ესწრებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system