თავში

"გიორგი მარგველაშვილის რიტორიკა არის ძალიან სწორი" - ხატია დეკანოიძე

"გიორგი მარგველაშვილის რიტორიკა არის ძალიან სწორი" - ხატია დეკანოიძე
გიორგი მარგველაშვილის რიტორიკა არის ძალიან სწორი - ხატია დეკანოიძე

"ორი ყოფილი პრეზიდენტის შეხვედრა მიმაჩნია ძალიან მცირე, მაგრამ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას გორის ჰოსპიტალში.

"გიორგი მარგველაშვილის რიტორიკა არის ძალიან სწორი. ზუსტად ვიზიარებ იმ ფორმულირებას, რაზეც მან ისაუბრა. მომწონს, რომ ზომიერება მის ყველა გზავნილში დაცულია, მაგრამ ასევე ზუსტად გრძნობს მწვავე რეალობას. ჩემი სრული მხარდაჭერა მას, თუ ამ დიდ პროცესში მცირე გარღვევას მაინც მოიტანს", - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

ნახეთ, რაზე ისაუბრეს ყოფილმა პრეზიდენტებმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system