თავში

გიორგი ვაშაძე: ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო-ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას

გიორგი ვაშაძე: ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო-ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას
გიორგი ვაშაძე: ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო-ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას

ოპოზიცია კვირას საპროტესტო აქციას ბათუმში გამართავს, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, უმრავლესობასთან ხვალ დაგეგმილი შეხვედრა გადამწყვეტი იქნება და იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა დათმობაზე არ წავა, ოპოზიცია იანვრიდან საერთო ეროვნულ მოძრაობას დაიწყებს. 

„ან „ქართული ოცნება” არის ადეკვატური, ადეკვატურად უყურებს ქვეყანაში შექმნილ უკიდურესად მძიმე ვითარებას ან არის არაადეკვატური და რაღაც სისულელეს მოიტანს. ჩვენ მივეცით მათ კიდევ ვადა, რაც თვითონ ითხოვეს და ველოდებით პასუხს. ტექნიკურ დეტალებში რომ არ შევიდე, საკითხი ეხება საქართველოს მომავალს, რომლის მოსპობაში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“. ამ მომავლის საბოლოო მოსპობის წინააღმდეგობის მექანიზმი უნდა შევქმნათ. ან იქნებიან ადეკვატურები ან არაადეკვატურები. მე იმედი მაქვს, რომ ამ მძიმე ვითარებაში მაინც იოტისოდენად გაიღვიძებს მათი ადამიანობა და ქვეყანაზე ფიქრის კომპონენტი. ხვალინდელინდელი დღე იქნება გადამწყვეტი ჩემთვის პირადად, რათა იანვრიდან, მე კოლეგებსაც ვესაუბრე ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო-ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არის სრულიად სხვა შინაარსის, მასშტაბის და სხვა კომპონენტებისგან შემდგარი. უნდა დავამთავროთ „ქართული ოცნება”, რადგან საქართველოს დღეს ყოველდღიურად რაღაც კატასტროფა სჭირს. ამ უბედურების ერთადერთი წარმომავლობა არის „ქართული ოცნება“. ეს უბედურება თუ არ მოვიშორეთ, არ დამთავრდება ქვეყანაში რაც ხდება, უფრო და უფრო მეტი იქნება - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system