თავში

გიორგი გახარია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

გიორგი გახარია სამძიმრის წერილს აქვეყნებს
გიორგი გახარია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხორვატიაში მომხდარ მიწისძვრებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ხორვატიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრის გამო. გულითადად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ რთულ დროს საქართველო მეგობარი ხორვატი ხალხის გვერდით დგას“, - წერს პრემიერი Twitter-ის გვერდზე.

ცნობისთვის, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებთან 24 საათის ინტერვალით 5,2 და 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა გუშინ და დღეს მოხდა. 

სტიქიამ 1000-მდე სახლი დააზიანა. ქალაქ პეტრინიას მერის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილია ერთი მცირეწლოვანი.

ნანგრევებში კი ამ დრომდე დაშავებული მოქალაქეები რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system