თავში

გუბაზ სანიკიძე აშშ-ის ელჩს: ჩემი ბრალია, ბოდიში

გუბაზ სანიკიძე აშშ-ის ელჩს: ჩემი ბრალია, ბოდიში
გუბაზ სანიკიძე აშშ-ის ელჩს: ჩემი ბრალია, ბოდიში

ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი გუბაზ სანიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ელჩს ბოდიშს უხდის. როგორც სანიკიძე განმარტავს,  მან არასწორად ჩამოაყალიბა სათქმელი, როდესაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს აშშ-ის საელჩო ისმენს. 

"არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი ბრალი. არასწორად ჩამოვაყალიბე აზრი, ამიტომ ბოდიში მინდა, მოვუხადო ოფიციალურად ამერიკის საელჩოსა და ქალბატონ ელჩს.

მინდა, დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა აშშ-ის მიმართ, საქართველოში ამერიკის საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც აგერ 30 წელია, ფაქტობრივად იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საელჩოს წარმომადგენლებს თუ სურვილი ექნებათ, მზად ვარ, შევხვდე და ჩემი ახსნა-განმარტება გავაკეთო“,- აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system