თავში

"გული დამწყდა, რომ დღეს ფიზიკურად ჯაჭვში არ ვიდექი" - ელენე ხოშტარია

"გული დამწყდა, რომ დღეს ფიზიკურად ჯაჭვში არ ვიდექი" - ელენე ხოშტარია
გული დამწყდა, რომ დღეს ფიზიკურად ჯაჭვში არ ვიდექი - ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ვარდების რევოლუციის 18 წლისთავთან დაკავშირებით მოწყობილ ცოცხალ ჯაჭვს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც პოლიტიკოსი "ფეისბუქში" წერს, ვარდების რევოლუციის იდეა ბოლომდეა მისაყვანი. 

"ყველა ისტორიული დღესასწაულის მიმართ გახსენების და დაფასების გარდა სულ პასუხისმგებლობის გრძნობა მაწვება ხოლმე. წარსულის გააზრება პირველ რიგში მომავლის კონტექსტშია სასარგებლო.

ხოდა ვარდების რევოლუციის იდეა ბოლომდეა მისაყვანი, ძლიერი სასამართლოთი და ინსტიტუტებით, სადაც ადამიანი მიზანია და არა საშუალება.

გული დამწყდა, რომ დღეს ფიზიკურად ჯაჭვში არ ვიდექი, მაგრამ ყურებით კი ვისიამოვნე და მუხტიც მივიღე", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system