თავში

გვინდა, შევქმნათ პლატფორმა დიალოგისა და სტაბილურობისთვის - ზურაბიშვილი

გვინდა, შევქმნათ პლატფორმა დიალოგისა და სტაბილურობისთვის - ზურაბიშვილი
გვინდა, შევქმნათ პლატფორმა დიალოგისა და სტაბილურობისთვის - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Agenzia Nova Srl-სთან საუბრისას განაცხადა, რომ რომის პაპთან შეხვედრისას სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზეც ისაუბრა.

„რომის პაპს რეგიონის სხვა კონფლიქტზე, მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარ ომზეც ვესაუბრე. საქართველომ პირველად თანამედროვე ისტორიაში გააგრძელა თავისი ტრადიციები და ამ ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლის შესრულება შეძლო. იმედი გვაქვს, რომ არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, განსაკუთრებით სომხეთის რესპუბლიკაში ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შემდეგ.

2020 წლის შემოდგომაზე კონფლიქტის საწყისი ეტაპიდანვე საქართველომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებას თბილისში ჩასვლა და მხარეთა შორის დიალოგის ფორუმის გამართვა შესთავაზა და იმედი გვაქვს, რომ პოზიტიურ როლს სამომავლოდაც ვითამაშებთ.

მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოსთვისაც, რომ ორ ქვეყანას კარგი ურთიერთობები ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონფლიქტი გაფართოვდებოდა, ეს კიდევ ერთი ტრაგედია იქნებოდა. გვინდა, შევქმნათ პლატფორმა დიალოგისა და სტაბილურობისთვის. ეს არის საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ხელს უწყობს რელიგიური აღმსარებლობებისა და ეთნიკური ჯგუფების თანაარსებობას. საქართველოს გადარჩენისა და განვითარების სხვა გზა არ აქვს. თავის მხრივ, რომის პაპი დაეთანხმა რეგიონის კონფლიქტებთან დაკავშირებულ ვითარებას და დარწმუნებული ვართ, რომ ეს კონტაქტები სამომავლოდაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system