თავში

ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება - PHOTO

ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება - PHOTO
ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება - PHOTO

ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შესამცირებლად ახალი რეგულაციები ამოქმედდება, ასევე, გამკაცრდება საჯარიმო სანქციები - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. 

როგორც report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ლევან დავითაშვილმა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან სოზარ სუბართან და ბიზნესომბუდსმენთან მიხეილ დაუშვილთან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე ვრცლად ისაუბრა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სრულად თანხვედრაში იყოს ევროპულთან. ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების და ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ამოქმედდება ახალი რეგულაციები და გამკაცრდება საჯარიმო სანქციები. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოები გადავიდნენ თანამედროვე სტანდარტზე და მათი ფუნქციონირება არ იყოს ზიანის მომტანი გარემოსა და მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საწარმოებში ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების თვითმონიტორინგის სისტემის, ასევე ფილტრების არსებობა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system