თავში

იონათამიშვილი: ოპოზიცია შოუს დადგმაზეა ორიენტირებული

იონათამიშვილი: ოპოზიცია შოუს დადგმაზეა ორიენტირებული
იონათამიშვილი: ოპოზიცია შოუს დადგმაზეა ორიენტირებული

მათ მოვუწოდებ, კარგად გაეცნონ რას ნიშნავს საგანგებო მდგომაროება, ასევე გაეცნონ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს სახელისუფლებო შტოების და მათ შორის პარლამენტის საქმიანობაზე,- ასე უპასუხა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის კრიტიკას.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციას ან წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა ან არ უხარია ის, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს მუშაობს ძალიან აქტიურად.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია მხოლოდ პოპულიზმზე, სპეკულაციებსა და შოუს დადგმაზეა ორიენტირებული და სწორედ ეს დააკლდათ ამ პერიოდში.

"პარლამენტი ჩართულია კრიზისების მართვის, ჯანდაცვის მხრივ, განსაკუთრებით გამოვყოფ საგარეო და ეკონომიკურ გუნდს, უფრო მეტიც, საკანონმდებლო პროცესიც კი არ განელებულა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და როცა ამ მხრივ კრიტიკა გვესმის იმ გუნდისგან, რომელიც მაშინაც კი როცა ძალიან აქტიური იყო მუშაობა პარლამენტში, საქმის კეთებას ბოიკოტს უცხადებდნენ და არ იღებდნენ მონაწილეობას საკომიტეტო, სასესიო განხილვებში და მხოლოდ დესტრუქციაზე იყვნენ გადასულები, მათგან ამ მხრივ კრიტიკა განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა ჩემი აზრით. ასე რომ, მათ მოვუწოდებ, კარგად გაეცნონ რას ნიშნავს საგანგებო მდგომაროება, ასევე გაეცნონ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს სახელისუფლებო შტოების და მათ შორის პარლამენტის საქმიანობაზე, მაგრამ ცხადია, მათ ეს არ აინტერესებთ, რადგან ისინი პოპულიზმზე, სპეკულაციებზე და შოუებზე არიან ორიენტირებულნი და ეს დააკლდათ, რადგან მხოლოდ ამაში მონაწილეობდნენ, როცა ესწრებოდნენ კომიტეტებს. 15-20 წუთით შემოდიოდნენ და მერე მათ ვეღარ ვხედავდით და ძალიან მალე საერთოდ პოლიტიკაშიც ვეღარ ვნახავთ,"-განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის მუშაობა გააკრიტიკა და პარლამენტის ხელმძღვანელობას კომიტეტების და პლენარული სესიების განახლებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system