თავში

იყო თუ არა დაპირისპირება პრემიერსა და ტიკარაძეს შორის - რას ამბობს კალაძე

იყო თუ არა დაპირისპირება პრემიერსა და ტიკარაძეს შორის - რას ამბობს კალაძე
იყო თუ არა დაპირისპირება პრემიერსა და ტიკარაძეს შორის - რას ამბობს კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა.

კალაძის თქმით, აღნიშნული გამოგონილი ინფორმაციაა და ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება არ ყოფილა.

"არანაირი დაპირისპირება არ იყო, არავინ არ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით, რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი, შეიძლება გარკვეულ საკითხებზე იყო მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა, მე არ ვარ მთავრობის წარმომადგენელი, ამიტომ გამიჭირდება თქმა, მთავრობის ხელმძღვანელი თავისი კაბინეტის მინისტრებს სამუშაო ფორმატში რა თემებზე ესაუბრება, ეს რა თქმა უნდა, არც გენერალური მდივნის საქმე არ არის, მე ვარ ქალაქის მერი, მაქვს ჩემი საქმე და დღის წესრიგი.

მინდა წარმატებები ვუსურვო ტიკარაძეს. ის რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის, პარტიაში გააგრძელებს მუშაობას. თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილი", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

ნახეთ, სად გააგრძელებს საქმიანობას ეკატერინე ტიკარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system