თავში

ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოების აკრძალვის ინიციატივით გამოდის
ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

საქართველოს მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოველწლიურად ქვეყნიდან ონლაინ კაზინოების მეშვეობით 1,5 მილიარდი ლარი გაედინება.

პირველ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილი ასაკობრივი შეზღუდვისა და რეკლამის აკრძალვის ინიციატივით გამოდის, ხოლო მეორე ეტაპზე, პრემიერ-მინისტრის თქმით, ონლაინ კაზინოები საერთოდ უნდა აიკრძალოს. მისივე თქმით, მთავრობა ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებს პარლამენტთან.

„ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. ეს თანხა შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს. ამის თაობაზე საუბარი მქონდა ეკონომიკურ გუნდთან და ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის. მათი უმეტესობა დღეს უცხოური კომპანიებია და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში. აქედან დიდი ნაწილი - 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა - ისინი, ვინც არ მუშაობენ. ამიტომ, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ გაიზარდოს გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები. ეს ხედვა მაქვს. მე მზადვარ, ამის შესახებ ღიად ვისაუბრო და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერა იქნება. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ და ერთობლივად ოპტიმალურ, გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system