თავში

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა იმსჯელეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორმხრივი შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშილმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს.

მხარეებმა უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის შექმნაზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები მიმოიხილეს. ყურადღება ნატოში ინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და ამ მიმართულებით პრაქტიკული მექანიზმების განვითარებაზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ორივე ქვეყნის სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხსაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system