თავში

ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს შეხვდნენ

ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს შეხვდნენ
ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს შეხვდნენ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

როგორც კობახიძემ ათონელების რეზიდენციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული შეთანხმების დაწყების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია და მისივე პრეროგატივაა, როგორ წარმართავს ამ პროცესს.

მისივე თქმით, უცვლელია „ქართული ოცნების“ ხედვა, რომ დამნაშავეები და დანაშაულებები საჭიროებს შეფასებას, რა დროსაც სამართლის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა იმოქმედონ.

„ჩვენ არ ვართ ინიციატორები, პრეზიდენტია ინიციატორი, შესაბამისად, თავიდან ბოლომდე მისი პრეროგატივაა ამ პროცესის წარმართვა. ჩვენი ხედვაა, რომ რაღაცების შეფასება და სამომავლო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ამის მიხედვით დასკვნების გამოტანაა საჭირო. მათ შორის დამნაშავეები და დანაშაულებები საჭიროებს შეფასებას. რაც შეეხება „ნაციოანალური მოძრაობის“ მოთხოვნას, ეს მათი დღის წესრიგია, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი რამ მოითხოვონ, საზოგადოებამ კი იცის, რა მძიმე დანაშაულებები აქვს ამ კაცს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ საზოგადოების რწმენიდან გამომდინარე და რაც მთავარია, სამართლის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით. 

ჩვენ შეთანხმებაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. გზა აქეთკენ შეიძლება, იყოს სხვადასხვა. მგონია, რომ მთავარი გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს პოლარიზაციის ხარისხის არსებით შემცირებამდე, არის იმ პოლიტიკური ძალის დასუსტება, რომელიც დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სამომავლოდ ეს პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად დასუსტდეს. ტენდენცია არის ძალიან კარგი, ტემპიც ძალიან კარგია. მორღვევა, მოშლა – პროცესები, რომლებიც მათ პარტიაშია, უნდა გაგრძელდეს, ეს პარტია უნდა დასრულდეს. ეს არის გზა პოლარიზაციის დაძლევისკენ. მათ შორის ეროვნული თანხმობაც იქნება ბევრად მარტივი იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ იქნება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system