თავში

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ უზრდელურ განცხადებებს

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ უზრდელურ განცხადებებს
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ უზრდელურ განცხადებებს

ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია, როდესაც ადამიანები, რომლებიც იწოდებიან ოპოზიციის ლიდერებად, აკეთებენ უმძიმეს, უზრდელურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს გერმანიის ელჩთან დაკავშირებით, – ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. 

„ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია, როდესაც ადამიანები, რომლებიც იწოდებიან ოპოზიციის ლიდერებად – ასეთია ჯერ ნათელაშვილი და შემდეგ ბოკერია, ასევე ჩერგოლეიშვილი, ისინი აკეთებენ უმძიმეს, უზრდელურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს გერმანიის ელჩთან დაკავშირებით და არა მარტო ელჩთან, გერმანიის სახელმწიფოსთან და ქვეყანასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენთვის ძალიან მძიმე და დასაგმობი. მივესალმებით იმას, რომ გარდა „ქართული ოცნებისა“ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან ღიად გმობენ ასეთ განცხადებას. უზრდელობა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. თქვენ გახსოვთ ბოკერიას უზრდელური განცხადება, გახსოვთ ნათელაშვილის განცხადება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ასეთი განცხადებები არ დარჩებოდა იმ ქვეყნების მხრიდან რეაგირების გარეშე, რომლებიც თავს მიიჩნევენ გერმანიის მეგობრობად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს ივანიშვილი აფინანსებს. მან მოუწოდა გერმანიის მთავრობას, გაიწვიოს საქართველოდან ელჩი.

შალვა ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურათავად ჰუბერ ქნირშიც. გერმანიის ელჩის თქმით ის გაკვირვებულია იმ კომენტარებით, რაც მასთან დაკავშირებით გაკეთდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system