თავში

ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა

ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული მო
ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა

"მათ [ოპოზიციამ] დააყენეს ულტიმატუმი ორ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო რურუას გათავისუფლების თემა და ეს იყო რიგგარეშე არჩევნების, პლებისციტის საკითხი. მას შემდეგ რაც ბოლოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და ეს ორი ულტიმატუმი დააყენეს, დანიელსონმა გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მან იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დროს გაჟღერდა. კობახიძის თქმით, ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებაზე გიორგი რურუას გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო განაცხადა უარი.

"როდესაც პირველ ულტიმატუმს აყენებდნენ, რურუას თემასთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძემ კითხვა შეუბრუნა, თეორიულად რომ გადაწყვეტილიყო ეს საკითხი ამ შემთხვევაში თუ მოაწერდნენ ხელს შეთანხმებას, რაზეც ასევე უარი დააფიქსირეს. ეს იყო ერთგვარი მეთოდი იმისთვის, რომ ოპოზიციას თავისი სიხისტე განსაკუთრებით მძაფრად დაეფიქსირებინა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და, ბუნებრივია, ეს ყველამ ნახა“, - თქვა კობახიძემ "იმედთან" ინტერვიუში. 

მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს პარლამენტში არშესვლის საფუძველი.

კრისტიან დანიელსონთან სამთავრობო პარტიისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system