თავში

"ის, რომ დღეს ზურაბიშვილთან არ ვიყავით, არ ნიშნავს რომ სხვა შეხვედრაზეც არ მივალთ" - მელია

"ის, რომ დღეს ზურაბიშვილთან არ ვიყავით, არ ნიშნავს რომ სხვა შეხვედრაზეც არ მივალთ" - მელია
ის, რომ დღეს ზურაბიშვილთან არ ვიყავით, არ ნიშნავს რომ სხვა შეხვედრაზეც არ მივალთ - მელია

"ის, რომ დღეს ზურაბიშვილთან არ ვიყავით, არ ნიშნავს რომ სხვა შეხვედრაზეც არ მივალთ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ორბელიანების სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებაზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, შემდეგ შეხვედრებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, თუ გაიმართება.

"ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ამ პროცესს წავახალისებთ. სხვა საკითხია რამდენად შედეგზე გამსვლელია ეს პროცესი, რომელიც დაიწყება. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ამ პროცესს - რა გამოვა და რამდენად გამოვა, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, შემდგომ შეხვედრებში უშუალოდ ჩავერთვები.

ის, რომ დღეს ჩვენ ფიზიკურად იქ არ ვიყავით, იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგი შეხვედრები თუკი გაიმართება, და იმედია გაიმართება, ჩვენ იქ არ ვიქნებით - ვიქნებით",  - განაცხადა ნიკა მელიამ "ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system