თავში

ბოკერია: მერაბიშვილი პოლიტპატიმარი იყო

ბოკერია: მერაბიშვილი პოლიტპატიმარი იყო
ბოკერია: მერაბიშვილი პოლიტპატიმარი იყო

ვანო მერაბიშვილი იყო პოლიტპატიმარი და ეს არის გაკვეთილი მომავალი ხელისუფლებისთვის, რომ ოპონენტებს ასე არ უნდა მოექცე, -  ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ვანო მერაბიშვილის ნახვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი უახლოეს მომავალში თავად გააკეთებს კომენტარს თუ რომელ პოლიტიკურ ძალას აირჩევს.

„ვანო მერაბიშვილი არის ჩვენი დიდი ხნის მეგობარი. ის იყო პოლიტპატიმარი. მისი მაგალითი უნდა იყოს გაკვეთილი, რომ არავის მიმართ იგივე არ მოხდეს. პოლიტიკური დაკვეთით ციხეში არავინ შეიძლება იჯდეს. ნებისმიერ შეთხვევაში კანონის უზენაესობა გულისხმობს, რომ მთავრობა არ უნდა წყვეტდეს ვინ იჯდეს ციხეში, ეს უნდა ირკვეოდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში. დევნა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ მომენტში ხელისუფლებას პოლიტიკურად ვინ აწუხებს და ვინ არა, ეს კანონის უზენაესობის საპირისპიროა. რაც შეეხება ვანოს პოლიტიკურ გეგმებს, როგორც ერთი საათის წინ, ახლაც, მის ნაცვლად რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებ, თვითონ გეტყვით ალბათ როდის გააკეთებს განცხადებას,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

შეგახსენებთ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system