თავში

ისინი ვერ მიხილავენ მათ შენობაში - ნიკა მელია

ისინი ვერ მიხილავენ მათ შენობაში - ნიკა მელია
ისინი ვერ მიხილავენ მათ შენობაში - ნიკა მელია

ამ აბსურდულ, სამარცხვინო ღირსებაშემლახველ უწყებას, რომელსაც მე მომიტანენ, ნამდვილად არ ვუპასუხებ სუს-ის შენობაში მისვლით - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით,  "სახელმწიფო გადატრიალების" საქმის გამოძიებაში, სუს-თან თანამშრომლობას არ აპირებს.

"ისინი ვერ მიხილავენ მათ შენობაში. ჩვენ ვემზადებით არაძალადობრივი საპროტესტო აქციებისთვის, ვემზადებით, რომ რეჟიმის დასაყრდენი ბურჯები მაქსიმალურად დავასუსტოთ და ვემზადებით პიკისთვის ამ საპროტესტო აქციების. როგორც ჩანს, მათ მიიჩნიეს ეს მათთვის საინტერესოდ და ამას ემსახურება ის შეტყობინება, რომელიც მივიღე," - განაცხადა ნიკა მელიამ "მთავარ არხთან".

ცნობისთვის, შეტყობინება სუს-ისგან გამოკითხვაზე დაბარების შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ დღეს მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system