თავში

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები პროცესს" - სააკაშვილი

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები პროცესს" - სააკაშვილი
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები პროცესს - სააკაშვილი

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ მიმართვაში წერს:

"ერთადერთი, რის გამოც აუცილებლად მინდოდა მოსვლა, იყო იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერა, რომლებიც რამდენიმე თვეა იჩაგრებიან ჩემ გამო. ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ხვალ, 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გაიმართება.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე რუსთავის ციხეში 20 ოქტომბერს წარუდგინეს.

შეგახსენებთ, რომ ამავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია, ხოლო მესამე პრეზიდენტის დახმარებისთვის გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები.

მიხეილ სააკაშვილის საქმე ცალკეა გამოყოფილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system