თავში

თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დამცველები - ირაკლი ღარიბაშვილი

თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დამცველები - ირაკლი ღარიბაშვილი
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დამცველები - ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისთვის, თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის, გმირობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენი მინისტრობა, თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელები გაიხსენა. 

„მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რაოდენ მძიმე არის თქვენი შრომა. 24-საათიანი სამსახური ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამისთვის მადლობას გეუბნებით. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დამცველები. თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხობას და თითოეული მოქალაქის მშვიდ ძილს, კანონის უზენაესობას, საზოგადოებრივ წესრიგს. სამწუხაროდ, ბევრი თქვენგანი შეეწირა ამ გმირულ საქმიაონობას და მე ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს თავი გაწირა ღირსეულად ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system