თავში

ჯოზეფ ბორელი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წერილს პასუხობს

ჯოზეფ ბორელი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წერილს პასუხობს
ჯოზეფ ბორელი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წერილს პასუხობს

ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას შეფერხებულ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების არსს, - ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წერილის პასუხად მიწერა.

„ძვირფასო პარლამენტის წევრებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ 9 დეკემბრის წერილისთვის საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას შეფერხებულ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების არსს. ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება რჩება საქართველოს დემოკრატიისა და მდგრადობის შემდგომ განვითარებაში ხელშესახები პროგრესის მიღწევისა და მავნე პოლარიზაციის, რომელიც გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკურ სისტემაზე, შეწყვეტის საუკეთესო შანსად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მართლმსაჯულების სექტორს და დემოკრატიულ რეფორმებს. უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთობლივად წვლილი შეიტანონ დეესკალაციასა და კონსტრუქციული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში,“- აღნიშნულია წერილში.

მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე.

„როგორც 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაშია ასახული, ჩვენი თანამშრომლობის სიღრმე და ფარგლები, სხვა ასპექტებს შორის, რეფორმების ტემპით და ხარისხით გაგრძელდება. ევროკავშირის პირობითობაზე და სტიმულირებაზე დაფუძნებული მიდგომა („მეტი-მეტისთვის“ და „ნაკლებად-ნაკლებისთვის“) გააგრძელებს იმ პარტნიორებისთვის სარგებლის მოტანას, რომლებიც მზად არიან განახორციელონ რეფორმები. ეს იყო ასევე ნათელი გზავნილი ევროკავშირისგან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ,“- აღნიშნულია წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system