თავში

კახა კალაძე: ლობისტები ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს ვერ შელახავენ

კახა კალაძე: ლობისტები ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს ვერ შელახავენ
კახა კალაძე: ლობისტები ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს ვერ შელახავენ

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი  აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, რომელსაც ხელს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს. კახა კალაძის განცხადებით, 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში მომდინარე პროცესებს სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა უწყების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით, ასევე არჩევნები, რომელიც ქვეყანაში ტარდებოდა, ყველა მიმართულებით არის პოზიტივი. ოფიციალური გზავნილები, რომლებსაც ჩვენ წლების განმვლობაში ვნახულობდით, იყო მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური. შესაბამისად, ეს დოკუმენტიც შინაარსობრივად არის ძალიან პოზიტიური, აქ საუბარია ნატო-სთან ჩვენს ურთიერთობაზე, რომ ვართ ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე თანამშრომლობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ხაზი გაუსვა იმ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ერთ სიტყვას, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია წერილის შინაარსთან. ვერანაირი ლობისტების მუშაობა ვერ შეუშლის ხელს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს და ვერ შელახავს. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად ვერ შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system