თავში

კახა კალაძე: მზად ვართ დიალოგისთვის

კახა კალაძე: მზად ვართ დიალოგისთვის
კახა კალაძე: მზად ვართ დიალოგისთვის

ჩვენ მზად ვართ ყველა პოლიტიკურ პარტიას შევხვდეთ - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განუცხადა. 

მისი თქმით, მოლაპარაკებების განახლება მნიშვნელოვანია და უმრავლესობა კვლავ მზად არის დიალოგისთვის, თუმცა, თუ შეთანხმება არ იქნება მღწეული, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება. 

"ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები. ჩვენ, მმართველმა გუნდმა დავადასტურეთ და ღიად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. თუ რა შეთანხმება იქნება და როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც დიალოგი გაიმართება. თუ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხერხდა და ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით. კონსულტაციები ცალკეულ ოპოზიციურ წამრომადგენლებთან. ჩვენი სურვილია, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მოხდეს შეხვედრა, როგორც ყველა ერთად, ასევე ცალკეულ პარტიებთან, თუ ექნებათ ამის სურვილი. რამდენიმე პარტიამ გამოთქვა სურვილი, ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ. ძალიან მალე უნდა დამთავრდეს ამაზე მსჯელობა და მოხერცდეს გარკვეული შეთანხმების მიღწევა იმიტომ, რომ სხვანაირად ცვლილებების განხორციელება გახდება შეუძლებელი. ჩვენ მზად ვართ ყვლას შევხვდეთ" - განაცხადა კალაძემ

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system