თავში

კახა კალაძე: ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე - VIDEO

კახა კალაძე: ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე
კახა კალაძე: ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე - VIDEO

თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, მან პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. 

კალაძემ ასევე განმარტა, რომ მისი კომენტარი, თითქოს უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გასამართლდა, შეცდომა იყო. 

„საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის, თუ ადამიანს აქვს დანაშაული, შესაბამისად, კანონის ფარგლებში გვიწევს ყველას პასუხისგება. ადამიანურად, რა თქმა უნდა, რატომ უნდა გამიხარდეს ვინმეს დაჭერა ან ციხეში შესვლა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა დანაშაულთან არის საქმე. ისიც არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთი და იმავე საქმეზე. ეს არ არის სწორი და არ მინდა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. თქვენ იცით, რომ პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული საქმე, დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც გახდა ცნობილი. იმ კონკრეტული მუხლით, რომელიც ჰქონდა მიყენებული და რომელიც გაასაჩივრა პროკურატურამ, ზუსტად ის დააკმაყოფილა უზენაესმა“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

მერის თქმით, რამდენიმე დღის წინ მან არასწორი განმარტება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ გიგი უგულავამ ბრალი აღიარა.

„ეს ჩემი შეცდომა იყო, მე გავაკეთე არასწორი განმარტება ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system