თავში

კახა კუჭავა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, დურსუნ ჰასანოვს შეხვდა

კახა კუჭავა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, დურსუნ ჰასანოვს შეხვდა
კახა კუჭავა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, დურსუნ ჰასანოვს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დურსუნ ჰასანოვს შეხვდა. 

როგორც report.ge-ს საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა მეგობრობის ჯგუფების ფორმატში თანამშრომლობის საკითხებსა და მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

„9 თებერვალს აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა განაცხადა, ძალიან მალე აპირებენ საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ფორმირებას და გამოთქვეს მზადყოფნა, დაიგეგმოს ორმხრივი ვიზიტები. ასევე, ვისაუბრეთ სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომელიც წლის განმავლობაში გვინდა განვახორციელოთ, მათ შორის, საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ადგილებში. ჩვენი მხრიდან ყველა ის დეპუტატი, რომელიც ამ მუნიციპალიტეტებს წარმოადგენს, აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნულის განხორციელებაში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system