თავში

კახელები ხმის მიცემის მაღალ კულტურას აჩვენებენ - ეუთო/ოდირი

კახელები ხმის მიცემის მაღალ კულტურას აჩვენებენ - ეუთო/ოდირი
კახელები ხმის მიცემის მაღალ კულტურას აჩვენებენ - ეუთო/ოდირი

თვითმართველობის არჩევნებს დილიდან აკვირდება ევროპარლამენტის დელეგაცია. ეუთო/ ოდირის მისიით ჩამოსული ექსპერტები სხვადასხვა რეგიონში მუშაობენ. ამჯერად მათი ნაწილი თელავში ჩავიდა. ევროპელმა კანონმდებლებმა კენჭისყრის მიმდინარეობა მედიასთან შეაფასეს, მათი თქმით, სერიოზული დარღვევები არ დაუფიქსირებიათ.

"არჩევნები მაღალი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. ჯერჯერობით რაიმე ხარვეზი არ აღმოგვიჩენია, არანაირი პრობლემა არ გამოვლენილა. ვფიქრობ, დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებმა ხარვეზების გარეშე ჩაიაროს,"-აცხადებს ევროპარლამენტის "ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის წევრი ტომას ზდეჩოვსკი.

"ვაკვირდებით თელავში საარჩევნო პროცესს. არანაირი ინცინდენტი არ დაფიქსირებულა, ყველა პროცესი წესების დაცვით მიმდინარეობს. კარგი გარემოა იმისათვის, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა შეძლოს საკუთარი ხმის დაფიქსირება. გვსურს ვიხილოთ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგან ეს ევროკავშირის მთავარი ღირებულებებია. როგორც ევროპარლამენტარი, ვფიქრობ, საქართველომ უნდა განაგრძოს ევროკავშირის გზაზე სვლა. ეს განვითარების და მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების ერთადერთი გზაა. წინასაარჩევნო დაძაბულობის მიუხედავად, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება იყოს, არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს,"- აცხადებს ევროპარლამენტის "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის წევრი კორინა კრეტუ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system