თავში

კალაძე: მიზანმიმართულად იყო შექმნილი ვირტუალური საქართველო, სადაც ყველაფერი კარგად მიდიოდა

კალაძე: მიზანმიმართულად იყო შექმნილი ვირტუალური საქართველო, სადაც ყველაფერი კარგად მიდიოდა
კალაძე: მიზანმიმართულად იყო შექმნილი ვირტუალური საქართველო, სადაც ყველაფერი კარგად მიდიოდა

"მიზანმიმართულად იყო შექმნილი ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა", - ამის შესახებ კომენტარი თბილისის მერმა გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, კრიმინალი წინა წლებშიც ხდებოდა, თუმცა ამას არ ასაჯაროებდნენ.

"სპეცოპერაცია მიმდინარეობს დასრულებული არ არის, რაც შეეხება კრიმინალს ესეც მარტივად გადამოწმებადია ყველაფერი რა ხდებოდა წლების განმავლობაში, რა რიცხვები იყო უბრალოდ განსხვავება იყო ერთი, რომ მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, ყველაფერი კარგი ხდებოდა ქვეყანაში, თორემ უამრავი კრიმინალი ხდებოდა, უმრავი დანაშაული ხდებოდა და ძალიან მარტივია ამ ყველაფრის გადამოწმება. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა. ძალიან ცუდია, როდესაც კრიმინალი ხდება ქვეყანაში და მთელი მსოფლიო, ევროპული ქვეყნები ებრძვიან ამას და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონკრეტული შემთხვევა გამოძიებული იყოს და ბოლომდე იყოს მიყვანილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ,  21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system