თავში

"ქარელში მომხდარი გაგრძელებაა იმისა, რომ 5 ივლისის დანაშაულზე არავინ დასჯილა" - ჯაფარიძე

"ქარელში მომხდარი გაგრძელებაა იმისა, რომ 5 ივლისის დანაშაულზე არავინ დასჯილა" - ჯაფარიძე
ქარელში მომხდარი გაგრძელებაა იმისა, რომ 5 ივლისის დანაშაულზე არავინ დასჯილა - ჯაფარიძე

"ქართული ოცნების" ოფისიდან "მთავარი არხის" ოპერატორის მეორე სართულიდან გადმოგდების ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მმართველი პარტია წინა საარჩევნოდ ძალის დემონსტრირებას ცდილობს, - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის"  გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიზანი ქვეყანაში კრიტიკული აზრის დახშობაა.

"ეს ქმედებები უკვე დიდი ხანია საღ აზრს გასცდა და ხელისუფლება აგონიურ ფაზაში გადადის. ქარელში მომხდარი ფაქტი გაგრძელებაა იმისა, რომ 5 ივლისის დანაშაულზე არავინ დასჯილა. 

ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლება ახალისებს მეტი დანაშაულის ჩადენას. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" მთელი პარტიული სტრუქტურა დაგეშილია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

"ლელო" მოითხოვს აღნიშნულ დანაშაულში მონაწილები პირების უმკაცრესად დასჯას. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას" საზოგადოება მას 2 ოქტომბერს გამოუტანს სათანადო ვერდიქტს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

მთავარი არხის ცნობით, ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system