თავში

კარგი მოლოდინი არ მაქვს - უდუმაშვილი

კარგი მოლოდინი არ მაქვს - უდუმაშვილი
კარგი მოლოდინი არ მაქვს - უდუმაშვილი

არანაირი კარგი მოლოდინი დღევანდელი პროცესისგან არ გამაჩნია, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ნიკა მელიას დღევანდელი სასამართლო პროცესი.

უდუმაშვილის თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესი ფორმალობა იქნება და მოსამართლე მხოლოდ პროცესუალურ ნორმებს დაიცავს. 

"ეს პროცესი იქნება ისეთივე ფორმალური პროცესი, რასაც აქამდე ვუყურებდით. ნიკა მელია წინა სასამართლო პროცესიდან გააძევეს და დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება. მოსამართლე, უბრალოდ, პროცესუალურ ნორმებს დაიცავს. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system