თავში

კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს

კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს
კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის ყველა არჩეულს წევრს მიმართავს და ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად იწვევს.

"საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს: თქვენ მოწვეულნი ხართ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, ხვალ (სამშაბათს) დილის 9:00 საათიდან.

დიდი მადლობა!"- წერს ელჩი "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვეს. ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ. საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, დოკუმენტი ინდივიდუალური ხელმოწერებისთვის ღიაა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system