თავში

კარლო კოპალიანი: მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ეს ყველაფერი შექმნა

კარლო კოპალიანი: მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ეს ყველაფერი შექმნა
კარლო კოპალიანი: მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ეს ყველაფერი შექმნა

კარლო კოპალიანს პარლამენტის წევრობის უფლებამოსილება, ვადამდე ადრე, ოფიციალურად შეუწყდა.

"მე მინდა შევქმნა ამ დარბაზში პრეცენდენტი, როდესაც პარლამენტს ტოვებს გუნდის წევრი არა გაბრაზებული, არამედ მადლიერი. უპირველესად მინდა ამ ტრიბუნიდან მადლობა ვუთხრა ცაგერის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს, რომელმაც გამოიჩინა გამბედაობა და 2008 წელს მომცა ხმა. მადლობა მინდა ვუთხრა ჟურნალისტებს, ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელსაც აწვდიან საზოგადოებას. მადლობას ვეტყვი გიორგი გახარიას და მის კაბინეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, მადლობა პარლამენტს, ჩემს მეგობრებს. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო თქვენთან მუშაობა. მე მზად ვარ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენს გვერდით დავდგე. წარმატებები მეგობრებო, მიხარია, რომ შესანიშნავი ახალგაზრდობა მოდის და ღირსეული ცვლა იკავებს ჩვენს ადგილს. მადლობა ბატონ ბიძინას, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა ჩემს ირგვლივ"- განაცხადა კოპალიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანის მიერ მანდატის დატოვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად არჩევას უკავშირდება. დეპუტატი თანამდებობას 20 იანვრიდან იკავებს.

კანცლერის არჩევნებში აკადემიური საბჭოს 35-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა და კარლო კოპალიანს 34-მა დაუჭირა მხარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system