თავში

,,ქართული ოცნება" რიგ საკითხებში კომპრომისისთვის მზად არის - ელისაშვილი

,,ქართული ოცნება" რიგ საკითხებში კომპრომისისთვის მზად არის - ელისაშვილი
,,ქართული ოცნება რიგ საკითხებში კომპრომისისთვის მზად არის - ელისაშვილი

მე და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივედით იმისთვის, რომ გაგვერკვია ჰქონდა თუ არა მზაობა ,,ქართულ ოცნებას" მოლაპარაკების საკითხებთან დაკავშირებით და იყო თუ არა მზად წასულიყო კომპრომისებზე, - ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მმართველი პარტია მზად არის დათმობებზე წავიდეს. 

,,მეოთხე რაუნდის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო, მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა და ამიტომ ვიყავით მისული. ოთხივე პუნქტზე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ. ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე, ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. ძალიან მძიმედ არის ეს საქმე. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან და დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, როგორც წინა რაუნდებზე იყო მზაობა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, ახლაც ეს დათმობები და კომპომისის მზაობა დადასტურდა.

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არის პროგრესი, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ის პოზიცია აქვს "ქართულ ოცნებას", რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც თუ დაადასტურებს ერთ პროცენტიან ცდომილებას, მზად არიან რიგგარეშე დანიშნონ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system