თავში

"ქართულმა ოცნებამ" დამატებითი კრიზისი შექმნა - დევიდ კრამერი

"ქართულმა ოცნებამ" დამატებითი კრიზისი შექმნა - დევიდ კრამერი
ქართულმა ოცნებამ დამატებითი კრიზისი შექმნა - დევიდ კრამერი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლით დიდი შეცდომა დაუშვა

კრამერის თქმით, ეს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელი იყო ევროკავშირისთვის, რომელმაც შეთანხმების მისაღწევად დიდი ძალისხმევა გაიღო.

"ვფიქრობ, რომ უზარმაზარი შეცდომა იყო ეს "ქართული ოცნების" მხრიდან, თუმცა ეს არის მითითება იმისა, თუ რამდენად არ ზრუნავენ ისინი საქართველოს გზაზე დემოკრატიისაკენ. იგი ასახავს დამატებით შეცდომებს, რომელსაც "ქართული ოცნება" სჩადის, განსაკუთრებით პრემიერმინისტრი. ეს არის შეურაცხყოფა ევროკავშირისადმი, რომელმაც ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა ჩადო იმისთვის, რომ შეემუშავებინა კომპრომისი და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი გაცილებით უფრო მკაცრი განცხადებით გამოვა, ვიდრე დღეს ვიხილეთ. ვფიქრობ, ბრწყინვალე იყო ამერიკის საელჩოს განცხადება და ზუსტად ჩაჯდა მიმდინარე პერიოდში. დამატებითი კრიზისი შექმნა "ქართულმა ოცნებამ", რაც საქართველოსთვის უზარმაზარი პრობლემაა", - განაცხადა კრამერმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system