თავში

ქართველი ხალხი იმსახურებს სასამართლო სისტემის რეფორმას - ფილიპ რიკერი

ქართველი ხალხი იმსახურებს სასამართლო სისტემის რეფორმას - ფილიპ რიკერი
ქართველი ხალხი იმსახურებს სასამართლო სისტემის რეფორმას - ფილიპ რიკერი

საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა დამოუკიდებლობის აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა კვლავ ბევრია გასაკეთებელი. სასამართლო სისტემის რეფორმირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც სასამართლო სისტემის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე განცხადებით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებისთვის. 

,,მოგეხსენებათ, დემოკრატია არის მუდმივი ძალისხმევა და მუშაობა განვითარებისთვის. ზუსტად ეს არის ასახული ამერიკის კონსტიტუციაში, რომ მუდმივად უნდა გავწიოთ ძალისხმევა უფრო სრულყოფილი დემოკრატიის მისაღწევად. საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა დამოუკიდებლობის აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა კვლავ ბევრია გასაკეთებელი. სასამართლო სისტემის რეფორმირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი. 

გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა საკითხი - როგორიც არის მეტი გამჭვირვალობა, მოსამართლეთა არჩევა, მათი დაწინაურება, სადისციპლინო საკითხები და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა იყოს რეფორმით გადაჭრილი. 

19 აპრილის შეთანხმება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ამ კუთხით, ამ რეფორმებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და მუშაობის პროცესი უნდა იყოს ძალიან ინკლუზიური. მასში ასახვა უნდა ჰპოვოს მრავალფეროვანმა მოსაზრებებმა საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოებისა. გარდა უკვე არსებული ინსტიტუტებისა, რომელიც უნდა გააძლიეროთ, ამ კუთხით არსებობს საერთაშორისო დახმარება ვენეციის კომისიის სახით და სხვადასხვა რეკომენდაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს რეფორმირების პროცესში. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს“, - აღნიშნა ფილიპ რიკერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system